2015-08-27 09:36:56, 457 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 11.30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. 14.00 საათზე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან.
იენს სტოლტენბერგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან