16:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 18:27:29, 1840 ნახვა

პოლიტიკა
„მივესალმებით ქართული პროდუქტებით ჩვენი ჯარის მომარაგებას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების ქართული პროდუქტებით მომარაგებას მხოლოდ მიესალმება და სამხედრო მოსამსახურეების კვების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როგორიცაა მაგალითად ჯარის ქართული ნედლი ხორცით მომარაგება. 
„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ქართული პროდუქტებით ჩვენი ჯარის მომარაგებას, იქნება ეს ხორცი, რომელიც უკვე მოგვარდა თუ სხვა“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ამ მიმართულებით კიდევ ერთი სიახლე გააჟღერა, რაც სამხედრო ნაწილებში პურის საცხობების მოწყობას ითვალისწინებს. „გეტყვით ასევე, რომ ვგეგმავთ ნაწილებში საცხობების მოწყობას იმისთვის, რომ ჯარი იკვებებოდეს ახლად გამომცხვარი პურით, პურის პროდუქტებით და ფუნთუშეულით. ამ კონტექსტში ჩვენ მივესალმებით ახალი, ქართული, მაღალი ხარისხის პროდუქტის შემოტანას და მზად ვარ, რომ ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ ფერმერებთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი: „ჩემი დამოკიდებულება მოგეხსენებათ კარგად, როგორი იყო და არის ქართული ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩემი ინიციატივით შეიქმნა თავის დროზე 2014 წელს და მე, როგორც მინისტრი, მაქსიმალურად მხარს დავუჭერ ადგილობრივი პროდუქტების შეტანას და მომარაგებას“.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics