|
2020-06-12 17:11:37, 1641 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში ახალი დასასვენებელი სივრცე ეწყობა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი და ურნები. სკვერში დაგეგმილია დასასვენებელი პავილიონის განთავსება, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე, უკვე გაკეთდა სარწყავი ქსელი და მოეწყობა განათების სისტემაც. ამასთანავე, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა მცენარეები - წითელი კოწახური, არღავანი, თეთრი (ცრუ) აკაცია, რობინია, ეონიმუსი, ლიგუსტრუმი, წითელი ნეკერჩხალი და ბალახი. სკვერის მოწყობის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო. პროექტის ღირებულება 254 041 ლარს შეადგენს. სამუშაოები ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)