07:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 16:36:47, 1887 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს, ელენს კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ, უკრაინული ტელეარხი "ტელეგრამი" იუწყება.
ელენი თავს კარგად გრძნობს, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ის ახლა ამბოლატორიულ მკურნალობას გადის. პრეზიდენტის მეუღლე ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებული ჰყავთ. სახელმწიფო მეთაურის ოფისში განაცხადეს, რომ პირველი ლედი შეხვედრების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავდა.
პირველი ტესტირება, რომელიც ივნისის დასაწყისში ჩაუტარდა, უარყოფითი იყო. იმის შესახებ ინფორმაცია თუ საიდან გადაედო ვირუსული ინფექცია, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა მის გარშემო მყოფნი, ინფექციის გავრცელების საშიშროების შესახებ გააფრთხილეს. 
რაც შეეხება პრეზიდენტს და მის შვილებს, მათ ჩაუტარდათ ტესტირება და პასუხი ამ დროისთვის უარყოფითი იყო. 
რამოდენიმე დღის წინ, უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დაინფიცირების სურვილი გამოთქვა, რათა ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს ინფექცია მართლაც საშიში იყო. 
"მოდით მე დავავადდები, მაშინვე ბანკოვაში წამიყვანენ კარანტინში და ვიცხოვრებ დროებით იქ, ამ შემთხვევაში ხალხი გაიგებს, რომ კორონავირუსი საშიშია, თუმცა ეს "ჭირი" არ არის", - განაცხადა ზელენსკი. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics