07:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 11:23:29, 1727 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ქუჩების კაპიტალური შეკეთება. ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც დაახლოებით, 40 წლის განმავლობაში გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან იყო დაზიანებული, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დღეიდან მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 428 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics