2015-08-26 16:12:03, 740 ნახვა
საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, დემონტაჟისას "ალი და ნინო"-ს ქანდაკება დაიმსხვრა
ბათუმში "ალი და ნინო"-ს ცნობილი ქანდაკება დაზიანდა. როგორც °ექსპრესნიუსს° თვითმხილველებმა განუცხადეს, თოკით ნინოს აწევის დროს, ქანდაკება მოწყდა და ძირს დაეცა.
"ალი და ნინო"-ს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის მიზნით, ბათუმის მერიას რამდენიმე თვეა გადაკეტილი აქვს. უკავშირდება თუ არა რეაბილიტაციას ქანდაკების მოხსნა, უცნობია. ბათუმის მერიაში ნინოს ქანდაკების დაზიანებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
°ექსპრესნიუსისთვის° ამ ეტაპზე უცნობია, სად წაიღებენ დამტვრეულ ქანდაკებას და ჩაუტარდება თუ არა მას რეაბილიტაცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან