|
2020-06-11 12:16:52, 2350 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებებს იწყებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯინდა ნაოიამ საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განახლების მიზნით ონლაინ კონსულტაციები გამართეს. განახლებული შეთანხმების პროექტის მიზანია, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელით შემოთავაზებული სიახლეების გათვალისწინება (დანერგვა), რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)