13:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 11:36:07, 2345 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია - 15 ივნისიდან ვხსნით შიდა ტურიზმს, ეს არის სწორი გადაწყვეტილება

დღეის მდგომარეობით,  ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა  გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ელოდება ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრიობასთან დაკავშრებით.

„ორშაბათიდან, 15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით დასვენების და უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას. ასევე, ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, ბიზნესოპერატორს, თითოეულ მოქალაქეს მართებს სიფრთხილე. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ მწვანე ზონების თაობაზე ორმხრვი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრიობას, რომელზეც საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები აქტიურად მუშაობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics