2015-08-26 16:11:05, 653 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლიშში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სოფელ გრიგოლიშში საკანკიოს უბანში რკინა ბეტონის მაღალი გამავლობის ხიდი შენდება.
აღნიშნულ უბანში ხიდი არასდროს ყოფილა და ადგილობრივებს დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზებით უხდებოდათ მისვლა.
მათივე ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტი უახლოეს ერთ კვირაში დასრულდება. ხიდის ოთხივე მხარეს ნაპირ სამაგრი სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს და ახალი ხიდით სოფლის 200 მაცხოვრებელი ისარგებლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან