|
2020-06-10 17:10:50, 1881 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. იანვარ-ივნისის მონაცემებით, რაიონის სხვადასხვა უბანში 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა გზის საფარი, რაც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების აუცილებელი პირობაა. სამუშაოებმა ჯამურად 43 000-მდე კვ.მ ფართობის გზა მოიცვა. 42 მისამართზე გზის საფარის მოწესრიგება დასრულებულია, 9 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. „რამდენიმეთვიანი პანდემიის პირობების მიუხედავად, ვეცადეთ, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესზე გავლენა არ მოეხდინა. სამუშაოები გრძელდებოდა გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს, ამ დრომდე ჩვენ შევედით 50-ზე მეტ მისამართზე და ეს პროცესი გრძელდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. სულ, ამ დრომდე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 2 345 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)