|
2020-06-10 16:21:18, 1866 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია
შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი: 6-11 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი: 1 აგვისტო (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 2 აგვისტო (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; 3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ის მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. თუ ტესტირების შედეგად სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)