09:14 - 29 Jun, 2026
|
2020-06-10 15:49:08, 1967 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში ათასამდე მეშახტე კვლავ უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვს
ტყიბულში ათასამდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს. მეშახტეები ხელფასების მომატებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ. „ჩვენ გვინდა აღდგეს ყველაფერი სამართლიანად, უსაფრთხო მუშაობა და ხელფასების დანამატს ვითხოვთ, რომელიც გვეკუთვნის", - ამის შესახებ ერთ-ერთმა მეშახტემ რუსთავი 2-ს განუცხადა. მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მინდელის შახტში ლიფტი ჩავარდა. მეშახტეების ცნობით, ლიფტში 22 მათგანი იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ. მეშახტეები საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაცია მათი პრობლემით არ დაინტერესებულა და აღნიშნულ ფაქტს არც რეაგირება მოჰყოლია. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ წუთებში მეშახტეები კომპანიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)