|
2020-06-10 12:33:33, 1949 ნახვა
საზოგადოება
მარო თურმანიძეს ქველომოქმედმა ადამიანებმა სურვილი აუხდინეს
3 წლის იყო, სავარძელს მიეჯაჭვა. არასოდეს დანებებია ბედს - არაჩვეულებრივად ქსოვს, ქარგავს, კერავს. თუმცა ყველაზე უფრო შთამბეჭდავია მისი გულთბილი მიღება და ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარული - ეს მარო თურმანიძეა, რომელსაც თურქეთში მოღვაწე ქართველბმა - მერი დიასამიძემ და სოფო ბოლქვაძემ, სურვილი აუხდინეს და საჩუქრად სასურსათე კალათებთან ერთად, თანამედროვე ტიპის ტელეფონი გამოუგზავნეს. ,,წინა შეხვედრისას, როცა მერთან და მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად, ქალბატონი მარო თავის ნამუშევრებს გვათვალიერებინებდა, იდეა გაგვიჩნდა პროდუქტის რეალიზაციისთვის ხელი რამენაირად შეგვეწყო. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ეს ძალიან მარტივად ხდება, ამიტომ ვფიქრობთ ტელეფონი და სოციალურ ქსელებში გააქტიურება ძალიან დაეხმარება. მადლობა ქალბატონ მერის და სოფოს ქველმოქმედებისთვის და მერიასთან თანამშრომლობისთვის! " - აღნიშნა მერის მოადგილე როლანდ ბერიძემ. მარო თურმანიძე ,,შინ მოვლის" პროგრამის ბენეფიციარია. ,,ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის!მოულოდნელი იყო საჩუქარი და ემოციებში ვარ!..ნამდვილად არ მქონდა საშუალება ტელეფონის შეძენის, რომ ჩემი სურვილები ამეხდინა. მადლობა ყველას!"
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)