|
2015-08-26 13:41:14, 1571 ნახვა
სხვადასხვა
ფოთის მერიის სამსახურები 24 საათიანი რეჟიმით მუშაობენ
ფოთის მერიის სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო, ფოთში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. უამინდობის გამო ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა,თუმცა მომხდარი დაზიანება ,, ენერგო–პრო ჯორჯია’’-ს სამუშაო ჯგუფმა 40 წუთში აღადგინა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურები და სამაშველო სამსახური 24 საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქის მერის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები. მერიის არქიტექტურის სამსასხურის უფროსის ზურაბ ყურუას ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური დაუბრკოლებლად მუშაობს. დატბორვა ინტენსიურმა ნალექმა გამოიწვია და ამჟამად ქალაქის ქუჩებში წყალი არ დგას. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნიკოლოზ გროგოლიას განცხადებით ხშირი ნალექების გამო ქალაქის დატბორვის თავიდან ასაცილებლად, პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია დასახული. კერძოდ, უახლოეს პერიოდში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, დამატებით უნდა აშენდეს ერთი სატუმბი სადგური და კეთილმოეწყოს სანიაღვრე არხები. ქალაქის დატბორვისაგან სრული პრევენციისათვის კი საჭიროა კიდევ 7 ახალი სატუმბი სადგურისა და კომუნიკაციების ამოქმედება, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება პერსპექტივაში ითვალისწინებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)