|
2020-06-09 18:41:06, 1726 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - კრიზისულ ეტაპზე მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდა საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. თორნიკე რიჟვაძემ შეაჯამა COVID 19 -ის გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და აჭარაში შექმნილი რეგიონული შტაბის მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს რეგიონში ახალი ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. ბათუმი გამოცხადდა მწვანე ზონად. „გაკეთდა მაქსიმუმი, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ელემენტარული ზრუნვის გარეშე. არ დაგვიკლია რესურსი რომ ჩვენი მოქალაქეები მშვიდად გამოსულიყვნენ ამ პროცესიდან. კონკრეტული სტატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა შეჩერებას, გულისხმობდა ეპიდოლოგების და პროფესიონალების რეკომენდაციების გათვალისწინებას და ეკონომიკის აღდგენას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მყისიერად მოხდა ბიუჯეტში 23 მლნ ლარის მობილიზება. 7 300 000 ლარი გამოიყო საკარანტინე ზონების მოსაწყობად რეგიონში, რითაც 8600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საკარანტინე ზონები იყო შესაძლებლობა ეკონომიკური ზარალის წინაშე მდგომი სასტუმროებისთვის, შეენარჩუნებინათ პერსონალი და შესაბამისად ეს ადამიანები არ დარჩენილიყვნენ უმუშევრად. აჭარის მთავრობის ჩართულობით არაერთი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის 7000 სასურსათო კალათის შესაძენად 367 332 ლარი დაიხარჯა. არ დარჩენილა არც ერთი მოწყვლადი ოჯახი სასურსათო კალათის გარეშე. 10 დღის განმავლობაში აეწყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და მოეწყო როგორც კოვიდ 19 მართვის კლინიკა, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროდან გამოიყო 9 000 000 ლარი. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით მხოლოდ აჭარაში 6000 ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა, კერძოდ ინვესტორებისთვის 6 თვით მოხდა ვალდებულების გადავადება და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირგასამტეხლოები არ დაკისრათ. მიუხედავად იმის, რომ აჭარა იყო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე როგორც საზღვრისპირა რეგიონი ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა რომ კლინიკური მართვის ნაწილში აჭარა იყო სამაგალითო რისთვისაც მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ექიმებს.
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)