10:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 12:12:02, 1501 ნახვა

საზოგადოება
9-10 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

მათივე ინფორმაციით, 12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics