13:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 11:49:11, 2239 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და მისი პერსონალი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებში ერთ-ერთი პირველი ჩაერთნენ. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციების პერიოდში სააგენტო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა და თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა აუცილებელი პროდუქციით ქვეყნის უწყვეტ მომარაგებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მაღალპროფესიული საქმიანობისთვის.

პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობითა და საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების შეუფერხებელი გაცემით, სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანას შეფერხების გარეშე, რითაც ქვეყანაში საჭირო პროდუქციასთან დაკავშირებით დეფიციტი არ შექმნილა. 

მთავრობის ანტიკრიზისული უწყებათაშორისი საბჭოს საპრევენციო გადაწყვეტილების შესაბამისად, სააგენტომ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, სახმელეთო გზით საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებისთვის  რუსთავსა და ფოთში თვითიზოლაციის სივრცეები - ტირპარკები მოაწყო. აღნიშნული სივრცის გამოყენება შეეძლოთ მძღოლებს, რომელთაც არ გააჩნდათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა და სააგენტოს მხარდაჭერით საშუალება ეძლეოდათ, ესარგებლათ მათვის საჭირო ინფრასტრუქტურით ყოველგვარი საფასურის გარეშე. 

სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საზღვარზე შემოსული ყველა მძღოლის მონიტორინგს მათი გადაადგილების შესახებ.

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია, სააგენტოს აქტიური ჩართულობა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლების ბულგარეთიდან ჩარტერული ავიარეისით დაბრუნების პროცესში, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

 

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთი ურთულესი პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი ეფექტური საქმიანობისთვის და მაღალი დონის პროფესიონალიზმისთვის", - განაცსადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics