2015-08-26 13:16:56, 602 ნახვა
საზოგადოება
წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება 6555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3742 აპლიკანტი ისწავლის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 39 ათასამდე აბიტურიენტი იღებდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სულ 26377 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ულოცავს ყველა აბიტურიენტს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს გამოცდები და მოიპოვეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან