10:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 16:56:58, 1898 ნახვა

საზოგადოება
uHack სოფლის განვითარებისთვის - ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰაკათონის "uHack სოფლის განვითარებისთვის" გამარჯვებულები ცნობილია.

KAZBEGI UNION - მა  თვითდასაქმების მსურველთათვის ახალ მიდგომა შეიმუშავა. შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყაზბეგის რაიონის მოსახლეობას და მათ საჭიროებებს, სოფლად კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მეორე გამარჯვებული პროექტი  ,,ციფრული სოფელია“, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ინოვაციური პლატფორმის შექმნას.  ეს იქნება ერთგვარი სოციალური ქსელი, სადაც საკომუნიკაციო საშუალებებად გამოყენებული იქნება ვიდეო, აუდიო და ტექსტური არხები. განსხვავებული მიდგომები საშუალებას მისცემს სასოფლო სექტორს აამაღლოს მოსავლიანობა, მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქალაქთან და მიიღოს მეტი გასამრჯელო.

ჰაკათონის მიზანი იყო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა.  ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს აერთიანებდა. პროექტის ფარგლებში 70-მდე განაცხადი შემოვიდა, ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე 13 გუნდი წარსდგა. თითოეულ გამარჯვებულ  გუნდს იდეის განხორციელებისთვის  20 000 ლარი გადაეცა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის  მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლის და სოფლის მეურნეობის სააგენტო და Forset.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics