20:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 15:51:24, 2279 ნახვა

რეგიონი
აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

აქტიურ ფაზაშია ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. მიმდინარეობს ანგისის სპორტული ბაზის სამშენებლო სამუშაოები. ბათუმში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს სპორტული დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება. დასრულდა სკამების მონტაჟი.

3 400 მაყურებელზე გათვლილი, უნივერსალური სპორტული კომპლექსის  ღირებულება 62 000 000  ლარია. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება და აერთიანებს  სპორტის 12 სახეობას და 10 240  მ2 ფართობის დარბაზებს, რაც იძლევა შესაძლებლობას რეგიონმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს.

აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტის, ანგისის ახალი სასპორტო ბაზის, მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანისის სასპორტო ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დასრულებულია ორი მინდვრის მოწყობა.  უკვე აშენდა 80 ბავშვზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის კონსტრუქცია. მიმდინარეობს შიდა მოწყობის სარემონტო სამუშაოები.

უახლოეს პერიოდში დაიწყება 2 დიდი სტანდარტული მოედნის მოწყობა ბუნებრივი და ხელოვნური მინდვრის საფარით. პროექტი 2500 ბავშვზეა გათვლილი.

პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება, დასაქმებულია 50 ადგილობრივი. სპორტული ბაზის პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics