10:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 14:35:17, 1728 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ოფისს საღებავები ესროლეს

გუშინ, „თბილისი პრაიდის"ოფისს საღებავები ესროლეს - ამის შესახებ ინფორმაციას, ტვიტერზე ავრცელებენ.

რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, 7 ივნისს „თბილისი პრაიდის ოფისს" თავს დაესხნენ, მათ ლგბტქ წარმომადგენლების დროშას და ოფისს საღებავები ესროლეს. 

„დღეს, „თბილისი პრაიდის" ოფისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ, მოხარული ვარ, რომ პოლიცია ყოველთვის იქ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ვერ ან არ შეაჩერეს ისინი. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ გამოძიებისაკენ.

მუშაობა ჩვენი უფლებაა", - ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, გამოკითხულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიები.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics