2020-06-07 16:34:15, 3220 ნახვა
სამართალი
ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა
ბათუმში, ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,