15:12 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 16:21:39, 3086 ნახვა

ეკონომიკა
ქართულ ბაზარს, „თიბისის“ მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია - „მედიფარი“ დაემატა

ქართულ ბაზარზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - „მედიფარი“ გაიხსნა.

კომპანიამ „მედიფარი“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც თიბისის კონტიბუცია 1,5 მილიონი ლარია.

საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში 100 000-ს, თვეში კი - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს,

„მედიფარი“ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ანტიბაქტერიული პირბადეებით უმსხვილეს სააფთიაქო და საცალო ვაჭრობის უამრავ ქსელს ამარაგებს. პროდუქციის უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი.

საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„მედიფარი“ „თიბისის“ მიერ პანდემიის განმავლობაში დაფინანსებული მეოთხე საწარმოა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics