12:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 20:17:05, 3482 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ვერასოდეს შევთანხმდებით, რადგან ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ

„რასაკვირველია, ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ვერასოდეს შევთანხმდებით, რაც ბუნებრივიცაა. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ. ისინი მხოლოდ თავის ხმამაღალ განცხადებებზე აგებენ ან ზოგჯერ არც აგებენ პასუხს“,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დახურული მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენა „საქმიანად" და „პროდუქტიულად" შეაფასა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია მსგავსი თუ სხვა ფორმატის მოსმენები, შეხვედრები დეპუტატებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე უმრავლესობიდან," - აღნიშნა მან.

ნათია თურნავას განცხადებით, მსგავს მოსმენებს ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ კამერები ოპოზიციაზე კომენტარების გაკეთებისას მაგიურად მოქმედებს.

„კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. ოპოზიციის დეპუტატებმა ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაიგეს", - აღნიშნა მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics