15:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 11:04:54, 3114 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დღეს 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს

ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დღეს 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს.

როგორს ცნობილია, მისი საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, კორექტირებულ ვერსიაში მინუს 4%-იანი შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის.

„იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, იქნება ჩადებული ახალ, კორექტირებულ ვერსიაში მინუს 4%-იანი შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის.

ჩვენ, წლის განმავლობაში, გვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლების მილიარდ რვაასი ლარი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ დახმარებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, იმისათვის, რომ დავაბალანსოთ დანაკლისები ბიუჯეტში და დავაფინანსოთ ანტიკრიზისული პროგრამები“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics