|
2020-06-04 12:28:04, 1114 ნახვა
კომენტარი
თურნავა - მათ ვისაც, პანდემიის გამო საიჯარო ან საპრივატიზებო ვალდებულების გადახდაში შეექმნათ პრობლემა, სახელმწიფო გადახდის ვადებს გადაუვადებს
ქონების პრივატიზების შესახებ კანონში ცვლილება დავაინიცირეთ, რომლის თანახმადაც მთავრობას ეძლევა უფლება პანდემიისგან გამოწვეული და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ის სახელმწიფო ქონება რომელიც არის განკარგული ჩვენი საპრივატიზებო ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მათ შორის გაიჯარებული სახელმწიფო ქონება, თუკი კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა და ვერ გადაიხადა საიჯარო გადასახადი, დაერიცხა პირგასამტეხლო და ასე შემდეგ შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები შევძლოთ ვაპატიოთ პირგასამტეხლო და გადავუვადოთ გადახდის ვადები - ამის შესახებ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშა, რომ გადახდაში შექმნილი პრობლემა უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ეს პანდემიასთან და მასთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციასთან არის დაკავშირებული. „დღეს მთავრობის სხდომაზე რამოდენიმე ბიზნესისთვის, მოსახლეობისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის საინტრესო გადაწყვეტილება მივიღეთ. დავაინიცირეთ მთავრობაში და იმედი გვაქვს პარლამენტი სწრაფად განიხილავს ქონების პრივატიზების შესახებ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც მთავრობას ეძლევა უფლება პანდემიისგან გამოწვეული და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ის სახელმწიფო ქონება რომელიც არის განკარგული ჩვენი საპრივატიზებო ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მათ შორის გაიჯარებული სახელმწიფო ქონება, თუკი კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა და ვერ გადაიხადა საიჯარო გადასახადი, დაერიცხა პირგასამტეხლო და ასე შემდეგ შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები შევძლოთ ვაპატიოთ პირგასამტეხლო და გადავუვადოთ გადახდის ვადები, შევუმსუბუქოთ ვალდებულებების შესრულება რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან იჯარით აღების დროს ეკისრება კერძო სუბიექტს, როგორც ვალდებულება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათთვის ვინც აიღო სასოფლო სამეურნეო მიწები იჯარით ან საპრივატიზებო ხელშეკრულებით და მის შესრულებაში შეექმენა გარკვეული პრობლემები, თუმცა უნდა დასტურდებოდეს, რომ ეს პრობლემები არის პანდემიით და მასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციით გამოწვეული პირობებით. ეს შეღავათები ქინება ვადაში ჩაკეტილი, იმიტომ რომ ეს არის ამ გლობალურ გამოწვევასთან დაკავშირებული პრობლემები და მთავრობა ძალაინ სამართლიანად მიანიჭებს იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს გარკვეულ შეღავათს. წინასწარი ინფორმაციით თუნდაც სასოფლო სამეურნეო მიწები ვისაც აქვთ აღებული, ეს არის 900-მდე სხვადსხვა სუბიექტი ვისაც გარკვეული პრობლემა შეექმნა დროულად იჯარის გადახდაში. ასევე 20-ზე მეტი სუბიექტი ვისაც საპრივატიზებო ვალდებულების შესრულებაშ შეექმნა პრობლემა პანდემიის გამო“, - განაცხადა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)