13:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 12:53:24, 741 ნახვა

სხვადასხვა
შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალი სპეცტექნიკით დასუფთავდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს 13 ერთეული სანაპირო ზოლისდასასუფთავებელი სპეცტექნიკა გადასცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ტექნიკა, რომლის ღირებულება 2 100 380.55 ლარია ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.

მათივე ინფორმაციით,  სპეცტექნიკა ხელს შეუწყობს შავი ზღვის, კერძოდ, ურეკის, ანაკლიის,  ფოთის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება-მოწესრიგებას. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად,  დაბა ურეკში აღნიშნული ტექნიკის მუშაობა შეამოწმეს. ასევე, გაესაუბრნენ სპეცტექნიკაზე დასაქმებულ პირებს,  რომლებიც ფონდის მიერ გერმანიიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტმა  გადაამზადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს  9 ერთეული ტექნიკა გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 1,342,903.91 ლარია. ფოთისა და ზუგდიდია  მუნიციპალიტეტებს კი 2-2 ერთეული ტექნიკა გადაეცა, რომელთა ღირებულება, ჯამში,757,476,64 ლარია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics