13:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 15:43:39, 2100 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - თუ კიდევ ვინმე აღმოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, მას ვერ მივიღებთ და ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება

თუ კიდევ ვინმე აღმოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, მას ვერ მივიღებთ და ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, გია ვოლსკი გიორგი რურუას საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.

„თუკი არ მოხდება, თუკი ამას ხელი შეეშლება და კიდევ ვინმე აღმოჩნდა ისეთი არაუმრავლესობის წევრი, ვინც მხარს არ დაუჭერს მოხდება ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნება და პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით ვის ეკისრება, მგონი მე არ უნდა ვპასუხობდე, საზოგადოებისთვის ეს თვალნათელი იქნება.

რაც შეეხება რურუას გათავისუფლების თემას, არც ეს არ არის „ქართულ ოცნებაზე“ ან პიროვნულ ფაქტორზე დამოკიდებული. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics