2020-06-02 17:52:30, 1434 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, რომ არჩევნებში საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს
უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი კანდიდატის დასახელება ღიმილისმომგვრელი იქნება.
მისი თქმით, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს.
„რეალურად,ნებისმიერი კანდიდატის დასახელება მათი მხრიდან იქნება ღიმილის მომგვრელი, რადგან ყველა ხედავს, როგორია კვლევის შედეგები და ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს. ეს უხერხულობა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე, რომ საერთოდ არ დაასახელონ ასეთი კანდიდატი. ბუნებრივია, მათ არ უნდათ, რომ გახდნენ დაცინვის ობიექტი ამომრჩევლის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან