|
2020-06-02 16:06:34, 1196 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიასთან დაკავშირებული რისკები
„გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. მე ვფიქრობ, რომ .ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება" დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2"-ის ეთერში განაცხადა. გია ვოლსკის განცხადებით, კანდიდატების შერჩევა მოხდება საზოგადოების სხვადასხვა წრიდან. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩატარებისთვის ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიის გავრცელების რისკები. „ექიმები, მეცნიერები, საერთაშორისო ექსპერტები საკმაოდ არიან ჩვენს გუნდში და თუ განახლებაზეა საუბარი, რასაკვირველია ახალი სახეებიც იქნება. ხშირ შემთხვევაში, ძლიერი შეკრული გუნდის წარმოდგენა არჩევნების პერიოდში საზოგადოების წინაშე არის საგანგებო მნიშვნელობის და ჩვენც ფრთხილები ვიქნებით და საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ ამ გუნდს. არ შეიძლება გვქონდეს სრული პროგნოზი და არ ვიცით როგორი მდგომარეობა იქნება ოქტომბრისთვის, მაგრამ ექსპერტების შეფასებით იქნება ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გამოვიდეს და ხმა მისცეს. საარჩევნო პროცესისთვის იქნება საგანგებო რეგლამენტი, ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვართ მზად არჩევნების ჩატარებისთვის, ისე, რომ გამოირიცხოს რისკები პანდემიის გავრცელების. და ეს მზადყოფნა არ გამოიხატება ემოციაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)