|
2020-06-02 14:15:02, 1482 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში" პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში'' პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის, მომზადდა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლების და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტის მიერ. სახელმძღვანელო მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. წიგნში გაანალიზებულია ევროსასამართლოს პრაქტიკა ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევაზე. კრებული ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გამოიცა. სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს პროკურატურის, ევროკავშირის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დაცვა და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)