|
2020-06-01 14:55:41, 1176 ნახვა
კომენტარი
ბექა ლილუაშვილი - ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ქვეყნის ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ
გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც პრემიერმა არა ერთხელ აღნიშნა, ჩვენ ეპიდემიის და გლობალური პანდემიის პირველივე დღიდან გვაქვს ბრძოლა ორი მიმართულებით - ეპიდემია, ვირუსის გავრცელება, შეკავება და მართვა და მეორე მიმართულება ესა - ეკონომიკა. ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სტაბილური, მართვადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა დაიცვან ელემენტარული წესები, აგრეთვე, ბიზნესმა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები გასცემენ. „გეგმის ნაწილია გახსნაც, ბუნებრივია, და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, აგრეთვე, ის ვალდებულებები, რა პასუხისმგებლობებიც უნდა გაიზიაროს თითოეულმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ეს არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა დასრულებული არაა, ესაა გლობალური გამოწვევა და მანამ, სანამ გლობალურად ეს ბრძოლა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენთანაც. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკებისგან, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და ა.შ. ბიზნესის ვალდებულებაა ის, რომ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის რისკი რაც შეიძლება არსებობდეს ეპიდემიის და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)