16:30 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 18:18:27, 1354 ნახვა

ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე - შუახევიჰესის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად,  ენერგო პროექტი შუახევი ჰესი დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შუახევი ჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი გახდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაძლიერება.  

,,შუახევი ჰესი უკვე ოპერირებს სრული დატვირთვით. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელიც პროექტმა მოუტანა მუნიციპალიტეტებს ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში, აჭარაში დასაქმდა 1000 ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები.

შუახევი ჰესის ჯამური ინვესტიცია 510 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ფინანსდება ისეთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) , აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნორვეგიული კომპანია  „ქლინ ენერჯი ინვესტი" და ინდური კომპანია „ტატა ფაუერი".

შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც შემცირდება სასათბურე აირის გამოფრქვევა გარემოში  200 ათასი ტონით, რაც ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან  ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

187 მგვტ სიმძლავრის შუახევიჰესი კომერციულ ოპერირებაში 2020 წლის თებერვალში შევიდა. მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ ამ დროის მონაცემებით, უკვე შეადგინა 200 მილიონი კვსტ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics