|
2015-08-25 01:00:47, 573 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე საზეიმოდ აღინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20წლისთავთან დაკავშირებ თ საზეიმო მიღება გაიმართა.ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წევრებს,აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე მედიისა და არასამათავრობოსექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოსთავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოსპრეზიდენტმა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ,ქართულმა საზოგადოებამ მთელი კაცობრიობის წინაშე, მტკიცედ გამოხატა თავისი ნება, აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი,სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო.დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც კონსტიტუციასმოაწერეს ხელი, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მსოფლიო ცივილიზებულ ერთაშორის შეიყვანეს. ეს იყო ისტორიული დღე და ამ დღის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოს სოციალურპოლიტიკური ცხოვრება, სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით ვითარდებოდა. როდესაც ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, იმ ძალაზე, რომელმაც გაგვაძლებინაურთულეს პერიოდებში და ჩვენი ქვეყანა გამოიყვანა ურთულესი ისტორიულიკატაკლიზმებიდან, მე ვფიქრობ იმ უნარზე, რომელიც გაგვაჩნია ღირებულებების ირგვლივგაერთიანების თვალსაზრისით. ისტორიულ ეპოქებში, როდესაც მართლაც სირთულის წინაშე ვიდექით, ღირებულებებისირგვლივ ერთიანობა, ცხოვრების წესისა და სამშობლოს დაცვა, აძლევდა ჩვენს წინაპრებსგაუსაძლისი სირთულეების გაძლების ძალას. დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, შევქმნათ და გავაძლიეროთ დემოკრატიული,სამართლებრივი სახელმწიფო. ამ ამოცანის განხორციელების გზაზე უმნიშველოვანესია მთელი საზოგადოებაღირებულებების ირგვლივ გავერთიანდეთ, რაც ყველაზე ლაკონურად ჩაწერილია ჩვენსუმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში - კონსტიტუციაში. ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება აძლევს ძალას თითოეულ მოქალაქეს, არამხოლოდ დაიცვას თავისი უფლებები და თავისუფლებები, არამედ იყოს თანამონაწილე დაშემოქმედი ჩვენი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების. მცდარია აზრი, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისა და პოლიტიკოსებისათვის არისშექმნილი. კონსტიტუცია შექმნილია თითოეული მოქალაქისათვის, რადგანაც ამდოკუმენტის სულისკვეთებით, თითოეული ჩვენთაგანი იბადება თავისუფალი ქვეყნისთავისუფალ მოქალაქედ და განურჩევლად სტატუსისა, ყველა თანასწორნი ვართ კანონისწინაშე. სწორედ ამ სულისკვეთების განხორციელებით ჩვენ ვქმნით თანამედროვე საზოგადოებას დავაშენებთ თანამედროვე საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანია კონსტიტუცია გახდეს საერთო-სახალხო დოკუმენტი. კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ ვაწესებთ ახალგაზრდობისათვისსაპრეზიდენტო კონკურს „ჩემი კონსტიტუცია“. ეს კონკურსი ახალგაზრდებში წარმოშობს კონსტიტუციის შესწავლის, კონსტიტუციაზე დებატებისა და საუბრების ახალ ტალღას.დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით,ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება. აგრეთვე, დამსწრე საზოგადოებას მინდა გაგიზიაროთ იდეა, დღევანდელი დღის უქმე დღედგამოცხადების შესახებ, რაც, ასევე, კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს დოკუმენტითითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგიმარგველაშვილმა. საზეიმო მიღებაზე დამსწრე სტუმრებმა სასახლის ფოიეში გამოფენილი ექსპონატები ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი, 1921 და 1995 წლების კონსტიტუცია, საქართველოსდამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაათვალიერეს.საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)