2015-08-25 00:51:08, 554 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი კონსტიტუციის დღის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დამსწრე საზოგადოებას მინდა გაგიზიაროთ იდეა, დღევანდელი დღის უქმე დღედგამოცხადების შესახებ, რაც, ასევე, კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს დოკუმენტითითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან