|
2020-05-29 17:56:49, 1432 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე მდინარაძეს - 5 წუთში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, შემეცოდეთ და შუბლში არ გაგარტყით
5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად გოცირიძემ 5 წუთში 8-ჯერ მოიტყუა. როგორც მან აღნიშნა, მის მიერ ნათქვამი 8 სიმართლე ოფიციალური სტატისტიკითაა განმტკიცებული. „ჩემი გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ-მინისტრს გამოუჩნდნენ დამცველები. ადვოკატის როლი პირველმა იკისრა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთში 8-ჯერ მოიტყუაო. 5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. შემეცოდეთ, შუბლში არ გაგარტყით, მაგრამ ფეხებში მოგხვდათ. ეს 8 სიმართლე ბატონო პრემიერ-მინისტრო იყო ის, რომ ყველა ჩემი სიტყვა არის განმტკიცებული ოფიციალური სტატისტიკით. თქვენი წერილი არის მხოლოდ საკუთარი ცრუ ინფორმაცია და ცრუ ინტერპრეტაცია. გაგიგონიათ ასეთი რამ, 2019 წლის შიმშილის მსოფლიო ინდექსი. საქართველოში ყველაზე მეტად შიმშილობენ რეგიონებში. საქართველო შიმშილის ინდექსში არის ერთ-ერთ ყველაზე უარეს ადგილას. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თქმაც ვერ მოვასწარი. ტრაბახობდით სკოლებში დისტანციურ სწავლებას ვატარებთო და ფაქტობრივად ჩაიშალა სასწავლო პროცესი. საქართველო რეგიონში ბოლო ადგილას არის ინტერნეტიზაციის კუთხით მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მხოლოდ და მხოლოდ 63% არის ინტერნეტიზებული. ბელორუსიაში არის 79%, რუსეთში 81% და ასე შემდეგ. ყველა გვისწრებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)