15:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 15:03:22, 1616 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას - ჩვენი ქვეყანა პრემიერად ჯალათს არ იმსახურებს - ვერასოდეს ჩამოირეცხავთ „თვალთხარია გახარიას“ სახელს

თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ ედუარდ შევარდნაძის დრო გამახსენა. როდესაც იმდენად შესისხლორცებული ჰქონდათ კორუფცია, რომ ამას კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდნენ და ეს გვითხარით გუშინ, თქვენ, რომ ის რაც საქართველოს კანონმდებლობით სამიდან ცხრა წლამდე ისჯება, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ - ამის შესახებ, პარტია "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრმა, თუნა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო შიმშილის ინდექსით პირველ ადგილზეა რეგიონში, ხოლო "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დროს ეკონომიკური ზრდა 8%-ს შეადგენდა.

„მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა ჩვენ მიმართ, ამ დროშის, ამ გერბის მიმართ კი არ არის იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა და ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი და ვთვლი რომ არ იმსახურებს ამას ჩვენი ქვეყანა. ისინი კარგ დასავლურ მომავალს იმსახურებენ, ისინი თქვენ  არ გიმსახურებენ.

თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს რომელიც თქვენ მოგიძღვნეს. ასევე არ ისამხურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირად ღირებულ დაბურულ შუშიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერი ან მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილით ინდექსით რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს. ასევე არ ისმახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბატონმა ბიძინამ ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ თქვენ და თქვენი მინისტრები საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას. როდესაც „ერთიან ნაციონალურ“ მოაძრაობაზე საუბრობთ ბატონო გიორგი და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა და ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი და დღეს 4%-მდეც არ არის ეკონომიკური ზრდა და სწორედ ახსენეს ეს, იმიტომ ხდება რომ ბიუჯეტს ხრავთ და სახლში მიგაქვთ ბიუჯეტი ამიტომ ხდება ეს.  სოცდაუცველებად მოდიან ბიუროკრატები და მილიონრებად მიდიან. შეხედეთ თქვენ თავს სახლებს და შეხედეთ, როგორ ცხოვრობს დანარჩენი ყველა, როდესაც 69% მოსახლეობის ცხოვრობს სიღარიბეში.

თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ ედუარდ შევარდნაძის დრო გამახსენა. როდესაც იმდენად შესისხლორცებული ჰქონდათ კორუფცია, რომ ამას კულტურულ მემკვიდრეოაბდ აღიარებდნენ და ეს გვითხარით გუშინ, თქვენ, რომ ის რაც საქართველოს კანონმდებლობით სამიდან ცხრა წლამდე ისჯება, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული პონტია ალბათ ისიც , რომ ტენდერებსაც სწორედ ის ჯიგრები იგებენ, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics