13:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 16:40:32, 745 ნახვა

ეკონომიკა
"თელასში" იმედოვნებენ, რომ დენის შესყიდვის ტარიფი სამართლიანი იქნება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა დაასრულა.
სხდომაზე  სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართა.
სემეკმა   წარმოადგინა პრეზენტაცია და "თელასს" 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, დენის შესყიდვის  სავარაუდო ფასად  11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე განუსაზღვრა. "თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილე მიშა ანთაძეს აღნიშნულ ტარიფთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.  
 ანთაძე იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი კომისია მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს და ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი   სამართლიანი იქნება. 
სემეკში მიმდინარე სხდომას "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც ესწრებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტარიფის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"ვერც ერთ სხდომაზე სემეკმა ეს ვერ დაასაბუთა",-აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
სემეკის მიერ  "თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადად 2015 წლის 18 დეკემბერია დასახელებული.
თუმცა, სემეკ-ის წევრი გოჩა შონია მიიჩნევს, რომ  "თელასის" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება  18 დეკემბრამდე  იქნება მიღებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics