|
2020-05-27 15:49:02, 1153 ნახვა
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს 2020 წლის I კვარტლის ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდში უწყების ბიუჯეტი 82,2 %-ით შეასრულა. მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე პროგრამაზე, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინასებაზე, რაც შესრულების მაჩვენებელზეც აისახა, ასევე დროებით შეჩერდა რეაბილიტაციის პროგრამები. ხოლო დანარჩენი ყველა პროგრამა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდებოდა. ზაალ მიქელაძემ ისაუბრა საგანგებო ვითარების დროს გატარებულ, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა-ფუნქციონირების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. "ეს იყო ძალიან რთული პერიოდი როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ისე საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის: პანდემიამ გადაგვიყვანა საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ხელისუფლებამ თავიდანვე განახორციელა აბსოლუტურად სწორი ღონისძიებები და შედეგიც სახეზეა დაავადებისა და სიკვდილიანობის ძალზე დაბალი მაჩვენებლები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას გაწეული საქმიანობისთვის, ახლა მთავარია კონტროლი, რათა შევინარჩუნოთ მიღწეული", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ ამავე კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ერთდროულად ორ მინისტრს მოუსმინეს. სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გააცნო. მისი განცხადებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი შემოსულობების ნაწილში -112, ხოლო ხარჯვითში - 76,4 %-ით შესრულდა. მომხსენებელმა საბიუჯეტო მაჩვენებლების პარალელურად, ისაუბრა პანდემიის დროს განხორციელებულ საშეღავათო ღონისძიებებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. კომიტეტის წევრებმა ორივე ინფორმაცია ცნობად მიიღეს და მხარი დაუჭირეს საკითხების უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)