19:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 14:30:37, 1781 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას - თქვენ ხართ ჯალათი, რაც არ უნდა ეცადოთ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ

გიორგი გახარია არის ჯალათი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს და მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ, - ასე მიმართა „ენმ"-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან 3 თვის გასვლის მიუხედავად, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია დახმარება სახელმწიფოსგან.

„ბატონო გახარია. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე და დღემდე, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს 1 თეთრის დახმარებაც კი არ მიუღია. ეს არის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა უპასუხოთ. იცით, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით. რატომ გათვალეთ თქვენი ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის 10%-ზე, მაშინ როდესაც 90% და უდიდესი ნაწილი სიღარიბეშია. რატომ თქვით უარი ჩვენს შემოთავაზებაზე, რომ 5000-მდე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნებულიყო სამშბლოში სრულიად უფასოდ. ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ასეთი კრიზის დროს ღარიბაშვილი 100 ათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს. გომელაური 2 მილიონ ლარზე მეტს ავეჯში, კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გათხრაში ხარჯავს 600 000 ლარს. გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასსაც ვერ იღებენ. თავმომწონეთ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს და მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics