17:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 12:40:51, 1070 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს, მზად ვართ ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს

არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს, მზად ვართ ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა უპასუხებს ყველა კითხვას, რომელიც დასმულია პანდემიასთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, „ზუსტად 102 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს. შესაბამისად, დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში, მის განვითარებაში, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარალამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი მოქალაქეების და ასევე პარლამენტის წინაშე, შეუძლებელი იყო რომ ეს პასუხისმგებლობა და ის კითხვები, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში, არ მოვსულიყავით და სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი. დღეს ამ კითხვების ძირითადი ნაწილი იქნება და დღეს ყველაზე აქტუალური რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს, არის გლობალური პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ითქვა, რომ კითხვები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სფეროდან ჩვენი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან. ჩვენ პირველ რიგში, მზად ვართ რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, შევიდეთ ნებისმიერ დისკუსიაში, პასუხები გავცეთ ამ თემას, თუმცა არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს. რაც შეეხება, აქ კომენტარებს ორი საათი არ გალოდინებთ, თუმცა არც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას არ ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გიპასუხებთ იმ კითხვაზე, რაც იქნება დასმული", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics