2015-08-24 11:46:51, 450 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღებას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება
პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
ღონისძიებაზე 900-მდე სტუმარია მიწვეული. ღონისძიებას დაესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი არიან მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომელთა სახელსაც უკავშირდება, 20 წლის წინ, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიღება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან