10:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 16:05:40, 1396 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ შიმჩუკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პატივცემულო მინისტრო, 26 მაისი გახლავთ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის გულთან ახლოს მდგომი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ეძღვნება ეროვნულ იდენტობას და მოიცავს ქვეყნის ხანგრძლივ და მდიდარ ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას - პოლონეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რომელმაც 1919 წელს ასევე აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, ჩვენ, როგორც პოლიციის ოფიცრებს, გვესმის, რომ ცხოვრება არ გახლავთ თავისუფალი საფრთხეებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი რთული სამუშაოს თითოეულ დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის მშენებლობაში ყოველდღიური წვლილი შეაქვს. საქართველოს ამ მშვენიერ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ და გავიზიარო ის სიხარული, რომელსაც ამჟამად განიცდით. ამასთან, მსურს, გისურვოთ თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებულ პოლიციის ოფიცრებსა თუ სამოქალაქო თანამშრომლებს ჯანმრთელობა, უსაფრთხო სამსახური და კმაყოფილება ჩვენდამი მონდობილი მისიიდან“, - ნათქვამია იაროსლავ შიმჩუკის მილოცვაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics