2020-05-26 12:35:53, 1172 ნახვა
საზოგადოება
რომან გოცირიძე - საქართველოს დამუკიდებლობას ვერასდროს ვერავინ ხელყოფს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღევანდელი ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ ევროპაში და მსოფლიო თანამეგობრობაში დაბრუნების დღე იქნება.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დამუკიდებლობას ვერასდროს ვერავინ ხელყოფს.
„საქართველოს დამოუკიდებლობას ვერასდროს ვერავინ ვერ ხელყოფს და დღევანდელი ისტორიული დღე იქნება ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ ევროპაში, მსოფლიო თანამეგობრობაში დაბრუნების და გაგრძელების დღე. დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებიც განისვენებენ აქ და რომლებმა მოუტანეს დღევანდელ თაობას თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,