2020-05-26 12:34:39, 1104 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ლელო საქართველოსთვის“ ღია გამოფენას გამართავს
13:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" გამართავს ღია გამოფენას - "26 მაისი -დამოუკიდებლობის 102 წელი". გამოფენა გაიმართება რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სახელმწიფო სიმბოლიკის, ნოე ჟორდანიას და სხვა ისტორიული ფოტოები.
მოქალაქეებს დაურიგდებათ ფლაერები - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ღონისძიებას დაესწრებიან "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის სხვა ლიდერები. მედიისთვის გაკეთდება განცხადება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,