19:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 13:38:00, 986 ნახვა

კომენტარი
კილაძე ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებას მოუწოდებს, ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გამოეხმაურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ.

მისი თქმით,  ზემოთ აღნიშნულ პირებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც შესაძლოა მომავალში ინტერნეტში წაიკითხოს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას და ამან შესაძლოა ბავშვის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

„საზოგადოებრივი დისკუსიების და ბევრი ლანძღვის ფონზე, მგონია, რომ ყველაზე მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს - ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში.

მგონია, რომ ეს ყველაფერი რჩება ინტერნეტსივრცეში და როცა ბავშვი გაიზრდება, გარკვეულ ასაკს მიაღწევს, დიდი ალბათობით მას მოუწევს ამ ყველაფრის წაკითხვა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ამ ბავშვის მომავალს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შევიკავოთ ამ ყველაფერზე ზედმეტად აჟიტირებისგან.

რა თქმა უნდა, ქალთა მიმართ ძალადობა და ზოგადად, ძალადობა ჩვენს რეალობაში რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე, მე მგონი, საზოგადოების დიდი ნაწილი ვთანხმდებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics