|
2020-05-25 10:26:10, 1473 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება
საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ. სასამართლო პროცესზე კი ორი მოწმის დაკითხვა იგეგმება. რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დრეს აღკვეთი ღონისძიების შუამდგომლობას არ დააყენებენ. „დღეს დაიკითხება პოლიციის თანამშრომელი, ბექა მახარაძე. ესაა პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაუდო ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუას, შესაბამისად, ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე და დღეს ჩვენი პოზიცია იქნება რომ გამოვააშკარაოთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარის დანაშაული. შესაძლებელია დაიკითხოს ერთ-ერთი ექსპერტი. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შუამდგომლობას, ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი ამ შუამდგომლობის დაყენება“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)