17:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 17:12:33, 1326 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ დაუშვილი: სავაჭრო მოლებში და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება

სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად  რისკები მაღალია და მათი  ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან   შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო მოლების და ბაზრობების  წარმომადგენლებს შეხვდნენ და ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული   კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

რეკომენდაციები მოლების და ბაზრობების სივრცეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება სავალდებულოა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად  შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

„სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად  რისკები მაღალია და მათი  ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ შევთანხმდით  აღნიშნულ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა მოხდეს სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და აღნიშნული ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემიოლოგიური რისკები“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის  ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების  გახსნა  მეოთხე, ხოლო დახურული ტიპის ბაზრების/ბაზრობების გახსნა მეხუთე ეტაპზეა  დაგეგმილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics