|
2020-05-23 13:40:05, 1690 ნახვა
სამართალი
ოპოზიცია პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს
ოპოზიცია პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. მათი თქმით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია. „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს ნაკლები მოლოდინი აქვს, რომ ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მოქმედმა საკონსტიტუციო სასამართლო ს ეს ნორმა შეაჩეროს ან გააუქმოს. „არ შეიძლება სრულად დელეგირება მთავრობისთვის ამ უფლებების, რომ ადამიანის უფლებათ შემზღუდველი სხვადასხვა წესი მთავრობამ დაადგინოს. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თუმცა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მოქმედმა საკონსტიტუციო სასამართლო ს ეს ნორმა შეაჩეროს ან გააუქმოს ნაკლებად მოსალოდნელია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა. კანონის თანახმად, მთავრობას შეუძლია შემზღუდავი ღონისძიების მიღება საგანგებო მდგომარეობის გარეშე. კანონს დროებითი სახე აქვს და ის 15 ივლისამდე იმოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)