|
2020-05-23 09:42:47, 1340 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა. შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა. პარალელურად თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ. 22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს. შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)